ფეხბურთი

9:49 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ლიორენტეთი დაინტერესდა

ამ ზაფხულს, “ტოტენჰემის“ 34 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ლიორენტე თავისუფალი აგენტი გახდა და ახლა ნებისმიერ კლუბში შეუძლია უფასოდ გადავიდეს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ელაპარაკებოდა მას კონტრაქტის თაობაზე, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ახლა კი, იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მისით „ნაპოლი“ დაინტერესებულა.

კარიერის განმავლობაში ლიორენტეს „ბასკონიაში,“ ბილბაოს „ატლეტიკში,“ „იუვენტუსში,“ „სევილიაში,“ „სუონსიში“ და „ტოტენჰემში“ უთამაშია. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან 2010 წლის მსოფლიო და 2012 წლს ევროპის ჩემპიონატები მოიგო. კარიერის განმავლობაში სულ 614 მატჩი ჩაუტარებია და 196 გოლი გაუტანია.

0.130206