ფეხბურთი

23:45 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინის კომენტარი კვირკველიას უთამაშებლობაზე
"ჯერ ისეთ ფორმაში არაა, რომ თამაში შეძლოს"

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში „ურალი“ 4:0 გაანადგურა. „რკინიგზელთა“ რიგებში ისევ არ გამოჩენილა სოლომონ კვირკველია, რომელიც 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ნამატჩევს „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა დაასახელა პერიოდი, როდესაც ქართველი მცველი მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

„გუნდში კონკურენცია გვაქვს. მურილო გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაშობდა, ახლა ჰიოვედესი თამაშობს. კვირკველია გამოჯანმრთელდა, ისიც შეძლებს მოედანზე გასვლას. დღეს ფეხბურთელთა ერთმა ნაწილმა ითამაშა, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი განსხვავებულად იყოს.

კვირკველიას დაბრუნება? ვფიქრობ, ერთი ან ორი კვირა კიდევ სჭირდება. ჯერ არაა ისეთ ფორმაში, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს“, - აღნიშნა სიომინმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივმა“ 6 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მაგრამ სოლომონ კვირკველიას ერთი წუთიც არ უთამაშია. ჩვენებურმა ტრავმა ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლო ტურში მიიღო და როგორც ჩანს, ბოლომდე აღდგენა დღემდე ვერ მოახერხა.

0.114304