წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ „რომასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა (3:0) ისევ ახსოვთ. გუშინ „ნაპოლი“ ამხანაგურად კატალონურ გრანდს გაეჯიბრა და 0:4 წააგო, მაგრამ ეს მატჩი ყურადღების ცენტრში სხვა ფაქტის გამოც მოხვდა.
32-ე წუთზე კოსტას მანოლასსა და ლუის სუარესს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ბერძენმა მცველმა ურუგვაელს ჟესტით სწორედ „რომა“ – „ბარსას“ მატჩი გაახსენა.
მან თითებით სამიანი უჩვენა სუარესს, რაც ნიშნავდა, რომ გაეხსენებინა, „ბარსელონას“ კოშმარული მარცხი რომში - 0:3.
შეგახსენებთ, 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ შინ „რომა“ 4:1 დაამარცხა, მაგრამ საპასუხო მატჩი იტალიში 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. გადამწყვეტი გოლი კი, ესპანელთა კარში იმხანად „ჯალოროსის“ მცველმა მანოლასმა გაიტანა.