ჭიდაობა

12:45 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქრო დასკვნით დღეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში, რომელზეც ქართველმა ფალავნებმა არაერთი მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრის დასკვნით დღეს უმთავრეს ინტერესს ტიტულოვანი გენო პეტრიაშვილის (125 კგ.) ასპარეზობა იწვევდა, რომელმაც დამაჯერებლად იასპარეზა და ფინალში თანამემამულე ალექსი ჟორჟოლიანი 10:0 დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი გიორგი შამათავამ დაისაკუთრა.
გუშინვე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა. აივენგო რიკაძემ (82 კგ.) გადამწყვეტი ორთაბრძოლა 11:6 მოუგო აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს, ხოლო ლევარ არაბულმა (130 კგ.) ინდოელ ნავეერ ნავეენს 7:1 სძლია.
თავისუფალ ჭიდაობაში 97 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოჭიდავე მაგომედგაჯი ნუროვთან დამარცხდა მამუკა კორძაია, ამავე წონაში მე-3 ადგილი გივი მაჭარაშვილმა დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს შესწვდნენ სანდრო ამინაშვილი და დავით ფირუზაშვილიც (ორივე – 86 კგ.).
“ბერძენ-რომაელთა” ყულაბას კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი სულხან ბუაძემ (130 კგ.) შემატა.

თავისუფალი ჭიდაობა
86 კგ.
1. გასემურ კამრანი (ირანი)
2. გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი)
3. სანდრო ამინაშვილი (საქართველო)
3. დავით ფირუზაშვილი (საქართველო)

97 კგ.
1. მაგომედგაჯი ნუროვი (ჩრდილოეთ მაკედონია)
2. მამუკა კორძაია (საქართველო)
3. გივი მაჭარაშვილი (საქართველო)

125 კგ.
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
2. ალექსი ჟორჟოლიანი (საქართველო)
3. გიორგი შამათავა (საქართველო)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
82 კგ.
1. აივენგო რიკაძე (საქართველო)
2. რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
3. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი)
3. ელვინ მუსრალიევი (აზერბაიჯანი)

97 კგ.
1. სარავი მოჰამადჰადი (ირანი)
2. ორხან ნურიევი (აზერბაიჯანი)
3. მელონინ ნოუმონვი (საფრანგეთი)
3. ალექსი ლოდია (საქართველო)

130 კგ.
1. ლევან არაბული (საქართველო)
2. ნავეერ ნავეენი (ინდოეთი)
3. ბექა კანდელაკი (აზერბაიჯანი)
3. სულხან ბუიძე (საქართველო)

1.235062