ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და "ბილბაოს" თავდამსხმელი არიც ადურისი საფეხბურთო კარიერას მომდევნო სეზონის ბოლოს 39 წლის ასაკში დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ადურისი "ბილბაოს" აკადემიის აღზრდილია. "ბურგოსში", "ვალიადოლიდში", "მალიორკასა" და "ვალენსიაში" თამაშის პერიოდში არიცი მშობლიურ კლუბს 2012 წელს დაუბრუნდა. "ატლეტიკის" რიგებში ესპანელმა 388 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 171 გოლი და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ადურისს ესპანეთის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი ორჯერ გამოიჩინა. ესპანელი ევროპა ლიგის გათამაშების ბომბარდირი 2015/16 და 2017/18 წლების სეზონში გახდა.