ფეხბურთი

15:23 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი "ბაიერნში" გადავა

მიუნხენის „ბაიერნი“ მილანის „ინტერის“ ნახევარმცველ ივან პერიშიჩის გაფორმებასთან ახლოსაა. ხორვატმა მიუნხენურ გიგანტთან პირადი კონტრაქტი შეათნხმა, ისევე როგორც „ინტერმა“ და ახლა მხოლოდ იტალიელთა პრეზიდენტის თანხმობა აკლია.

პერიშიჩი „ბაიერნს“ იჯარის წესით შეუერთდება, რომელიც 5 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ბალკანელი "ინტერის" განაცხადში არაა შეყვანილი "ვალენსიასთან" ამხანაგური მატჩისთვის, რაც გერმანიაში გადასვლის შანსს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

პერიშიჩი „ინტერს“ 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ შეუერთდა და 163 მატჩში 40 გოლის გატანა მოახერხა. ხორვატი მილანელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ ანტონიო კონტეს 3-5-2 სქემაში ვერ ჯდება.

სწორედ კონტემ მოსთხოვა ხელმძღვანელობას, რომ პერიშიჩის გაყიდვა ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

0.126474