ფრანკ რიბერი შესაძლოა პსვ ეინდჰოვენში გადავიდეს. ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც თავისუფალი აგენტია და კარიერის დასრულებას არ აპირებს, ჰოლანდიაში მარკ ვან ბომელი იწვევს.
პსვ-ს ამჟიმინდელი მთავარი მწვრთნელი რიბერის კარგად იცნობს, რადგან 2007-2011 წლებში „ბაიერნში“ მისი თანაგუნდელი იყო.
აღსანიშნავია, რომ რიბერიმ საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-ნასრის“ წინადადება უარყო და ევროპაში დარჩენის სურვილი მკაფიოდ გამოხატა. აქამდე 36 წლის ფეხბურთელს მარსელის „ოლიმპიკთანაც“ აკავშირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რიბერი მიუნხენის „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ უკლუბოდ იმყოფება.