ფეხბურთი

2:39 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერნანდესი და კუბა: პირველი და 114-ე პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონმა სტარტი „ლივერპულისა“ და „ნორვიჩ სიტის“ მატჩით აიღო. ხსენებული შეხვედრის 70-ე წუთზე კი მოედანზე ონელ ერნანდესი გამოჩნდა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა.

შედეგად, ონელ ერნანდესი პირველი კუბელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში ითამაშა. ამასთან, კუბა გახდა 114-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც ინგლისის მთავარ საფეხბურთო ლიგაში უთამაშია.

26 წლის კუბელ შემტევს ეს დღე ალბათ არასდროს დაავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდისთვის „ენფილდ როუდზე“ სასიკეთო არაფერი მომხდარა - 1:4.

0.074756