ფეხბურთი

10:15 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აივობი "ევერტონში" ითამაშებს

"არსენალის" 23 წლის ნიგერიელი მცველი ალექს აივობი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ლივერპულური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით ტრანსფერი 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა, კონტრაქტი 5-წლიანია.

აივობი "არსენალის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 149 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

"არსენალმა" რამდენიმე საათის წინ დავდი ლუიზი დაიმატა.

აივობი 2015 წლიდნა ნიგერიის ნაკრების წევრია, - 36 შეხვედრაში მის ანგარიშზე ექვსი გოლია.

0.124937