„სან ხოსეს“ ქართველი თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული MLS-ის ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სან ხოსეს“ ვებგვერდი ავრცელებს.
გასულ თვეში 26 წლის ქართველმა 5 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილს MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.