ფეხბურთი

1:06 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავიდ ლუიზი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი გაიფორმა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „მეთოფეთა“ ვებგვერდმა ოფიცილურად დაადასტურა და 23-ნომრიანი მაისურიც გადაეცა.

არაოფიციალური ცნობით, გარიგების თანახმად, „ჩელსიმ“ 8-10 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბრაზილიელი ლონდონელთა ბოლო შენაძენი აღმოჩნდა.

საინტერესოა ისიც, რომ დავიდ ლუიზი მესამედ გადავიდა სხვა გუნდში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს. პირველად 2011 წლის 31 იანვარს „ბენფიკადან“ „ჩელსიში“, მეორედ 2016 წლის 31 აგვისტოს პსჟ-დან „ჩელსიში“, ახლა კი „ჩელსიდან“ „არსენალში“.

დავიდ ლუიზი სამშობლოში „ვიტორიას“ ღირსებას იცავდა, სახელი კი „ბენფიკაში“ გაითქვა, საიდანაც „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდა. მერე ითამაშა პსჟ-ში და ისევ „არისტოკრატებს“ დაუბრუნდა. ბრაზილიის ნაკრებში კი 56 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.107328