თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა ტურნირის ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს. ნახევარფინალში, შაბათს, 15 საათზე, ჩვენი მეტოქე იქნება საბერძნეთის ნაკრები.
ჩვენს გუნდს ნახევარფინალში გასასვლელად მეტოქის 7 ბურთით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ეს არარეალური იყო. შვეიცარიამ ამასწინათ ბაქოში, ევროპის ახალგაზრდოის ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ევროპის 8 უძლიერესი გუნდი თამაშობდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და თბილისის ტურნირის აშკარა ფავორიტია.
ჩვენებმა იბრძოლეს და პირველი ტაიმი 9-17 წააგეს. სხვაობა ბევრად მცირე იქნებოდა, რომ არა შვეიცარიელთა მეკარის, შალერის საოცარი თამაში - მან პირველ 30 წუთში 12 დარტყმა მოიგერია, მათ შორის შვიდი - 6 მეტრიდან.
ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებს ორმა 15 წლის გოგონამ გაუწია ლიდერობა - სამტრედიელმა თამარ ბურკაძემ და ყვარლელმა ანა სურამლიშვილმა. ორივემ 5-5 გოლი გაიტანა, ჟიურიმ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი, ბურკაძე დაასახელა. მატჩის ბოლოს კარგად ითამაშა ჩვენმა მეორე მეკარემ, ბათუმელმა დიანა ქარჩავამ, რომელმაც 6 დარტყმა მოიგერია.
საბოლოოდ, 18-31. გვაკლდა ორი ლიდერი, ჯგერენაია და ჩხაიძე და რომ არა ჯგერენაიას ტრავმა პირველივე მატჩის დასაწყისში, ლიეტუვის დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა სრულიად რეალური იქნებოდა.
ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთს ნახევარფინალში გასასვლელად 6-ბურთიანი მოგება სჭირდებოდა ლიეტუვასთან, მაგრამ 23-34 წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე საქართველოა, მეოთხე ფინეთი, მეხუთე - ლატვია.
ხვალ შეჯიბრებაზე დასვენების დღეა. შაბათს მატჩები 11 საათიდან დაიწყება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის ნახვა რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:
https://www.youtube.com/user/handballgoergia
https://www.facebook.com/GEONHF/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.
თბილისის სპორტის სასახლე, 8 აგვისტო
შვეიცარია - საქართველო 31-18
შვც: შალერი, კეზერი - ალთჰერი 6, ჰაინცერი 4, ჰესი 4, ანენი 3, გვერდერი 3, ბეხტიგერი 3, გოლდმანი 3, კოკერი 2, ლიჩერი 1, შპეერლი 1, იუნდი 1, ბუხერი, შმიდი, ემენეგერი
საქ: ჯიქურაშვილი, კოპალეიშვილი, ქარჩავა - სურამლიშვილი 5, ბურკაძე 5, დვალიშვილი 3, გაგნიძე 2, გოგია 2, ა. ჩხაიძე 1, კორძაია, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე
მსაჯები: პირვუ, პოტირნიკე (რუმ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), ბაუმი (აზე)
B ლიეტუვა - ფინეთი 34-23
A უკრაინა - ფარერები 26-26
A სერბეთი - ბულგარეთი 44-16
B ჯგუფი----------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ
შვეიცარია-------4---4---0---0--143-72---8
ლიეტუვა--------4---3---0---1--109-91---6
საქართველო----4---2---0---2---84-102--4
ფინეთი----------4---1---0---3---89-126--2
ლატვია----------4---0---0---4---86-120--0
3 აგვ. ლიეტუვა - საქართველო 28-19, შვეიცარია - ლატვია 39-20
4 აგვ. საქართველო - ფინეთი 23-22, ლატვია - ლიეტუვა 18-28
5 აგვ. საქართველო - ლატვია 24-21, ფინეთი - შვეიცარია 15-42
7 აგვ. ფინეთი - ლატვია 29-27, შვეიცარია - ლიეტუვა 31-19
A ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ
სერბეთი--------4---4---0---0--131-75---8
უკრაინა---------4---2---1---1---95-97---5
ფარერები-------4---1---2---1--112-99---4
საბერძნეთი-----4---1---1---2---93-96---3
ბულგარეთი----4---0---0---4---86-150--0
3 აგვ. სერბეთი - ფარერები 30-26, უკრაინა - საბერძნეთი 19-18
4 აგვ. ფარერები - ბულგარეთი 37-20, საბერძნეთი - სერბეთი 13-24
5 აგვ. ბულგარეთი - უკრაინა 20-30, ფარერები - საბერძნეთი 23-23
7 აგვ. ბულგარეთი - საბერძნეთი 30-39, უკრაინა - სერბეთი 20-33
10 აგვისტო, ნახევარფინალი
11:00 (9-10 ადგ.) ბულგარეთი - ლატვია
13:00 (5-8) ფარერები - ფინეთი
15:00 (5-8) საქართველო - საბერძნეთი
17:00 (1-4) სერბეთი - ლიტვა
19:00 (1-4) შვეიცარია - უკრაინა
11 აგვისტო, ფინალი
12:00 (7-8)
14:00 (5-6)
16:00 (3-4)
18:00 (1-2)