ფეხბურთი

14:10 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ფეინოორდი” VS “დინამო” – პირველი არხის პირდაპირ ეთერში

თბილისის “დინამოსა” და ჰოლანდიური “ფეინოორდის” დღევანდელ დაპირისპირებას ქართველი ქომაგი პირდაპირ ეთერში იხილავს.

“დინამომ” მასპინძელ მხარესთან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა, როტერდამული მატჩის საქართველოში ტრანსლირების უფლება შეიძინა და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს უსასყიდლოდ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ “ფეინოორდი” და “დინამო” ერთმანეთს უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაეჯიბრებიან. თამაში 21:30 საათზე როტერდამულ ”დე კუიპზე” დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118737