„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დანილო ამიერიდან ტურინის „იუვენტუსში“ ითამაშებს. როგორც იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
28 წლის მცველი ტურიში სეზონში 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო „იუვენტუსმა“ მის სანაცვლოდ ჟოაუ კანსელუ დათმო. თუმცა, ტრანსფერში ფინანსური მოგება ნახა და 28.5 მილიონი ევრო მიიღო.
დანილომ სახელი სამშობლოში, „სანტოსში“ თამაშით გაითქვა, მერე კი „პორტუში“ ირჯებოდა. შემდეგ სამხრეთ ამერიკელი „რეალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლო სეზონი „სიტიში“ გაატარა და 59 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში კი 23 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.