იტალიურმა „მილანმა“ ბრაზილიელი მცველი ლეო დუარტე გაიფორმა. აღნიშნულ ცნობას იტალიის სერია A-ს ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „როსონერიმ“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ 11 მილიონი ევრო გადაუხადა.
ლეო დუარტე „ფლამენგოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 92 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.