"არსენალის" მცველი ლორან კოშელნი "ბორდოში" ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
ფრანგულ კლუბს "არსენალის" კაპიტანი 4.6 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კოშელნი "არსენალის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს, სადაც 353 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.