ბათუმის მშებენარე საფეხბურთო სტადიონზე მოედნის ფასადის არქიტექტურული მემბრანით მოსახვა დასრულდა, მალე კი, მინდვრის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
შ.პ.ს “სტადიონი” აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებსაც ავრცელებს და ამასთან, კომენტარს ურთავს ერთ-ერთ მათგანს, სადაც სტადიონის სახურავზე მცირე ზომის მილი მოსჩანს.
“მეგობრებო, აღნიშნული საკვამური ემსახურება 1 200 კილოვატიან ორ გენერატორს. საკვამურში არსებული ჰაერის ტემპერატურა 500°C-ია, შესაბამისად, ერთის მხრივ, აუცილებელია გამონაბოლქვის უსაფრთხო გატარება, ხოლო მეორეს მხრივ – ფართო არეალი აღნიშნული ნაკადისთვის”.