„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ლეროი სანე მიუნხენის „ბაიერნთან“ ახლოსაა, მაგრამ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რამაც შესაძლოა ტრანსფერი ჩაშალოს.
ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულთან“ მატჩის მე-13 წუთზე სანემ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია გერმანელის დაზიანება და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი.
„ბაიერნი“ დიდი ხანია სანეს მიმართ ინტერესს იჩენს და ინგლისური გუნდიც არაა წინააღმდეგი სასურველი წინადადების შემთხვევაში ტრანსფერს დათანხმდეს. მაგრამ ახლა ყველაფერი ტრავმის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.