ჰოლანდიის ერედივიზიონის 2019-2020 წლების სეზონმა სტარტი აიღო და ენსხედეს „ტვენტეს“ რიგებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა.
ჰოლანდიურ ელიტაში დაბრუნებული „ტვენტე“ პირველივე ტურში საკუთარ მოედანზე პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდა და საპატიო ფრეს გამორჩა - 1:1.
აბურჯანია ენსხედელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ 66-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ლინდონ სელაჰის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
შედეგად, 24 წლის ქართველმა „ტვენტეს“ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და შესაბამისად, ერედივიზიონშიც დებიუტი ჰქონდა. „ტვენტე“ კი მეორე ტურში 10 აგვისტოს „გრონინგენს“ ესტუმრება.