ფეხბურთი

22:35 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხუანფრანი "სან პაულუში" ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი მცველი ხუანფრანი კარიერას „სან პაულუში“ გააგრძელებს. ბრაზილიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2020 წლის დეკემბრამდე გააფორმა.

ხუანფრანი „სან პაულუს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. საინტერესოა, რომ 34 წლის ფეხბურთელი პოზიციით მარჯვენა მცველია და ბრაზილიელებმა ამ ამპლუის მოთამაშე, დანი ალვეში გუშინ გაიფორმეს.

შეგახსენებთ, რომ ხუანფრანი „ატლეტიკოში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და 355 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.122446