ფეხბურთი

1:53 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში - 10 ნომერი და ყველაზე მაღალი გასამრჯელო

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში ბრაზილიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დანი „სან პაულუში“ სეზონში 4.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მსგავსი მაღალი ხელფასი ბრაზილიის ჩემპიონატში არავის აქვს.

ალვეშმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ჩამონათვალში გაბიგოლს („ფლამენგო“), დუდუს („პალმეირასი“), დიეგო ტარდელსა („გრემიო“) და ფრედს („კრუზეირო“) აჯობა.

გარდა ამისა, 36 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში მცველისთვის უჩველოდ, 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, დანი ალვეშმა „სან პაულუსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სამშობლოში 17-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

0.142914