კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მაინცის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ჟან-ფილიპ გბამინი კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. როგორც ლივერპულელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით ტრანსფერის თანხა უცნობია.
ჟან-ფილიპი "ლანსის" აკადემიის აღზრდილია და "მაინცში" 2016 წელს გადავიდა. აფრიკელმა მოთამაშემ გასულ სამ სეზონში 95 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხ საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელის სატრანსფერი ღირებულება 2.5-დან 28 მილიონ ევრომდე გაიზარდა.