ფეხბურთი

20:45 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლილმა" "მილანის" მცველი დაიმატა

პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და აწ უკვე "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ტიაგუ ჯალუ კარიერას "ლილში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 19 წლის მოთამაშემ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო იტალიელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღეს.

ჯალო ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და "როსონერიმ" 2019 წელს დაიმატა. ტიაგუ "მილანის" 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, თუმცა პირველი გუნდში ადგილი ვერ მოიპოვა და გუნდის დატვება მოუხდა. პორტუგალიელს "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100931