ფეხბურთი

19:30 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერთან" მაგუაირის ტრანსფერი შეათანხმა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" მცველი ჰარი მაგუაირი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "წითელი ეშმაკები" "მელიებს" ტრანსფერის სანაცვლოდ 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

ჯერჯერობით პირადი კონტრაქტის დეტალები ჰარის ახალ კლუბთან არ შეუთანხმებია, თუმცა ყველაფერი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გადაწყდება. ტრანსფერის ოფიციალურად დადასტუბის შემდეგ ჰარი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება. რეკორდსმენი კი ვირჯილ ვან დეიკია, რომელიც "ლივერპულმა" 75 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა.

მაგუაირი "ბარნსლის" აკადემიის აღზრდილია და "შეფილდში" 2009 წელს გადავიდა. 2014 წელს "ჰალ სიტიმ" ფეხბურთელი 3.16 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. 2015 წელს ფეხბურთელი იჯარის წესით "უიგანში" აღმოჩნდა, ხოლო 2017 წელს "ლესტერს" მცველის ტრანსფერი 13.7 მილიონი ევრო დაუჯდა. "მელიების" რიგებში ჰარიმ 76 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მაგუაირის დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.112937