ფეხბურთი

17:00 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია და "კადისი" ისევ აქტუალურია

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელ ლევან შენგელიას ესპანური „კადისი“ იწვევს და ეს ინტერესი რეალურია. „გაბალასთან“ შესრულებული დუბლი შემდეგ ქართველის შესახებ Eldesmarque- მცირე სტატიას აქვეყნებს და ამ დროისთვის მოცემულ ვითარებას აჯამებს.

„ამ დროისთვის ქართველი შემტევი ევროპა ლიგაზე „დინამო თბილისთან“ ერთად აგრძელებს ასპარეზობას. „გაბალასთან“ ქართველმა ფეხბურთელმა 68-ე და 88-ე წუთებზე ორი ულამაზესი გოლი გაიტანა, ხოლო საბოლოოდ შეხვედრა 3:0 დასრულდა. ამ გათამაშებაში „დინამო“ არ აპირებს შენგელიას დათმობას და ის გუნდში 31 აგვისტომდე დარჩება, კონტრაქტიც აქამდე აკავშირებს. ესპანეთში სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე 3 დღით ადრე. ნებისმიერ შემთხვევაში ესპანურ კლუბს ამ ტრანსფერისთვის ლოდინი მოუწევს.

შენგელიასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არაა. ის „კადისის“ შეტევის პოტენციალს გააძლიერებს, შეუძლია სამ პოზიციაზე თამაში. არის სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე“, - წერს გამოცემა.

შენგელიას შესახებ გუშინ კომენტარი „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ქართველი გუნდში დარჩება. რა მოხდება შემდეგ უცნობია, შესაძლებელია გუნდში დარჩენაც და გუნდიდან წასვლაც - მომავალი გამოაჩენს.

მანამდე, „დინამოს“ ლიდერი და კაპიტანი როტერდამის „ფეიენოორდთან“ უმნიშვნელოვანეს მატჩებში დაეხმარება. "კადისი" კი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია და გასულ სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

0.112533