ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი, დანი ალვეში, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 36 წლის მარჯვენა მცველმა „სან პაულუსთან“ მოაწერა ხელი კონტრაქტს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ალვეშმა „სან პაულუსთან“ 2022 წლის დეკემბრამდე გააფორმა ხელშეკრულება და 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
დანი ალვეში,
2017-19 წლებში ალვეში „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა. ამ ზაფხულს კი თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირში 32 შეხვედრა ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.