სხვა

14:37 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე წყალბურთელები თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ

2-4 აგვისტოს დიღმის ოლიმპიური აუზი წყალბურთში LEN-ის (ევროპის საწყლოსნოს სახეობათა ლიგა) ეგიდით საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 17 წლამდე ვაჟთა შორის “ნოდარ გვახარიას” თასისთვის საქართველოს პირველი და მეორე ნაკრებები, თურქეთი და რუსეთი იბრძოლებენ.

ტურნირი განრიგი ასეთია:
2 აგვისტო
19:00 საქართველო – საქართველო 2
20:30 თურქეთი – რუსეთი

3 აგვისტო
19:00 საქართველო – თურქეთი
20:30 რუსეთი – საქართველო 2

4 აგვისტო
09:30 საქართველო 2 – თურქეთი
11:00 საქართველო – რუსეთი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელსაც 11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური აუზი უმასპინძლებს.
მოახლოებულ ტურნირში ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
A ჯგუფი: იტალია, მალტა, რუსეთი, თურქეთი.
B ჯგუფი: საქართველო, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი.
C ჯგუფი: უნგრეთი, ჰოლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი.
D ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია.

0.116577