ფეხბურთი

12:52 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლო სელსო „ტოტენჰემის“ მოთამაშე გახდება

„ბეტისის“ არგენტინელი ნახევარმცველი, ჯოვანი ლო სელსო კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს - გვამცნობს TranSPURS. წყაროს მტკიცებით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას. მხოლოდ წვრილმანებიღა დარჩა დასაზუსტებელი.

ლო სელსოს ხელფასი წელიწადში ოთხი მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

23 წლის ლო სელსომ, გასულ სეზონში „ბეტისის“ მაისურით 45 მატჩი გამართა, 16 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

0.121137