ჩოგბურთი

15:35 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე კარლსრუეს ტურნირის მეოთხედფინალშია

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წარმატებულად ირჯება გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 125 ათასი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ გორგოძე Liqui Moly Open Karlsruhe-ს საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკს გასცდა, დღეს კი, ჰოლანდიელი ბიბიან შუფსის დამარცხებაც მოახერხა – 7:5, 7:5.
შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების წყალობით, ეკომ მეოთხედფინალის საგზურთან ერთად, 29 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
გორგოძის მორიგი მეტოქე მარია პატრისია ტიგი იქნება, რომელმაც რუმინულ ჯახში ელენა-გაბრიელა რუსეს ასევე 7:5, 7:5 სძლია.
ცნობისთვის, ტიგი WTA-ს რეიტინგში 223-ე ადგილზე იმყოფება, ეკატერინე კი 194-ეა, ამდენად, საქართველოს პირველ ჩოგანს ნახევარფინალში გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რაც მას 57 ქულას მოუტანს.

0.121225