56 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა „ვალენსია“ გაწრთვნას, აღნიშნულ ინფორმაციას elconfidencial.com-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში „ღამურების“ მთავარი მწვრთნელი პოსტს მარსელინო ტორალი დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეა ჟოზე მოლაპარაკებებს „ვალენსიასთან“ აწარმოებს და დიდი ალბათობით გუნდს ჩაიბარებს.
ჟოზე ბოლოს 2018 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ წრთვნიდა.