„სან ხოსეს“ ქართველი თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საერთოდ, ქართველი ფორვარდისთვის ეს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა - ბოლო ხუთ ტურში მეოთხედ და მათ შორის, ზედიზედ მესამედ!
ბოლო ტურში ვაკომ „კოლორადო რაპიდს“ გაუტანა მოხდენილი გოლი. არახალია, რომ ჩვენებური შესაშურ ფორმაში შევიდა და უკანასკნელ 7 მატში 6 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ცნობისთვის, ვაკო MLS-ის (მე-17, მე-19, მე-20 და 21-ე ტურების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.