კალათბურთი

17:44 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დირკ ნოვიცკი საქართველოში ჩამოვა

„დალას მევერიკსის“ ლეგენდარული კალათბურთელი დირკ ნოვიცკი 3 აგვისტოს საქართველოში ჩამოვა. ინფორმაციას „ზაზას აკადემიას“ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

გერმანელი კალათბურთელი ფაჩულიას აკადემიის სპორტსმენებს შეხვდება და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

41 წლის ფორვარდმა NBA-ში 21 სეზონი გაატარა და „დალასის“ ღირსებას 1998 წლიდან იცავდა. 2015-2016 წლებში კი ის ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო.

აქვე გეტყვით, რომ ნოვიცკი გახდა პირველი ევროპელი კალათბურთელი, რომელმაც 2007 წელს NBA-ში MVP-ის ტიტული მოიპოვა.

0.130414