მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველთა თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჟურნალისტებს ფეხბურთელების დღევანდელი ხელფასების შესახებ ესაუბრა.
„ბაზარი აბსოლუტურად შეიცვალა. არა მარტო სატრანსფერო თანხების ოდენობა მაშინებს. წარმოიდგინეთ, 100-120 მილიონი უკვე აღარავის უკვირს. უფრო მეტად კი ფეხბურთელების ხელფასები მაღელვებს, რომელსაც ესპანეთში, ინგლისში და იტალიაში იხდიან. ფრთხილად უნდა ვიყოთ, სახელფასო წესრიგი საბოლოოდ რომ არ ჩამოვშალოთ. ძალიან დიდი, არაადეკავატური ჯამაგირები აქვთ.
„ბაიერნი“ არ მონაწილეობს ამ საგიჟეთში და თავიდანვე დასახულ გზას მიჰყვება.“ - უთხრა რუმენიგემ Bild-ს.