ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალექსანდრ ზვერევი 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ნიკამ ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტაი-ბრეიკზე მან მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა.
"არ ვფიქრობ, რომ მშვიდად ვიყავი. შიგნით ემოციები დუღდა. ალბათ, არ ვაჩვენებდი ემოციებს. მესამე სეტში ძალიან ცუდად ვაწვდიდი და ამან მეტი ბრძოლის ძალა მომცა. მოხარული ვარ, რომ მოვახერხე ტაი-ბრეიკზე 2:5-დან მოგება. ჩემს თამაშში ეს ხშირად არ ხდება და ამიტომ კმაყოფილი ვარ. ტაი-ბრეიკზე მთლიანად ფოკუსირებული ვიყავი თამაშზე. ვფიქრობ, საშა კი ძალიან დაძაბული, რადგან ერთმა ან ორმა ქულამ გადაწყვიტა მატჩის ბედი"- განაცხადა ბასილაშვილმა.
მცირე კომენტარი საშა ზვერევმაც გააკეთა:
"წინა შეხვედრაშიც თამაშში დავბრუნდი და მოვიგე, ამ მატჩში დავბრუნდი, თუმცა მოგებამდე ძალიან ცოტა დამაკლდა. რა უნდა ვთქვა, მან მოიგო, ის ფინალშია, მე წავაგე".