საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მორიგს მატჩში ეფექტური გოლი გაიტანა. "სან ხოსემ" "კოლორადო რაპიდსი" მიიღო და 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ლეგიონერმა შესანიშნავი დარტყმით გოლი 34-ე წუთზე გაიტანა. აღნიშნული ჩემპიონატის ვებგვერდმა შეხვედრის საუკეთესო მომენტად მიიჩნია.
ყაზაიშვილმა უკვე ზედიზედ სამ მატჩში შეძლო გოლის გატანა, წინა შემთხვევებში "ვანკუვერსა" და "ლოს ანჯელეს გალაქსის" გაუტანა, ორივე დაპირისპირებაში ვაკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველს MLS-ის 20 და ამერიკის ღია თასის 2 შეხვედრაში ჯამში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
"სან ხოსე" კი თავის მხრივ განვლილ მატჩში აშკარა ლიდერი იყო და მორიგი შეხვედრა მოიგო. მატჩში მონაწილეობა გურამ კაშიას არ მიუღია. ქართველების გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 37 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა მეორეადგილოსან "სიეტლ საუნდერსს" ერთი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო პირველ პოზიციაზე "ლოს ანჯელესია" 49 ქულით. მომდევნო მატჩს "სან ხოსე" აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდ "კოლუმბუს ქრიუსთან" 4 აგვისტოს ჩაატარებს.