სხვა

1:49 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა!

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაციური შედეგი დააფიქსირა.

გუშინ, ქართველი წყალბურთელები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ და ხორვატიის უძლიერეს გუნდს 11:10 (2:1, 2:2, 2:2, 1:2, 4:3 პენალტებში) სძლიეს.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ შეხვედრის ძირითადი დრო 7:7 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა ჭაბუკებმა უფრო იყოჩაღეს.
საქართველოს ნაკრებში 3 გოლით ყველაზე შედეგიანი ბესარიონ ახვლედიანი იყო, გიორგი კოზაშვილმა, ლუკა ჩიქოვანმა და იაკობ ცოტაძემ თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს, თითო ბურთი კი სანდრო ვასაძემა და გიორგი კირიაკიდიმ შეაგდეს.
ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღეს და დღეს, 28 ივლისს, ევროპული წყალბურთის კიდევ ერთ გრანდ სერბეთს შეხვდებიან, რომელმაც გუშინ ესპანეთს 12:5 მოუგო.
დღესვე, ევროპირველობის მედალოსანთა ვინაობაც გაირკვევა: ფინალში უნგრეთი მონტენეგროს გაეჯიბრება, ბრინჯაოსთვის კი იტალია და საბერძნეთი ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11769