ლისაბონის „სპორტინგის“ ნახევარმცველი, ბრუნუ ფერნანდეში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს არის - წერს ესპანური Marca. გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის შუახაზელის თაობაზე მოლაპარაკებები თითქმის ჩაშლილი იყო, თუმცა ბოლო მომენტში მხარეებმა მოლაპარაკება მოახერხეს.
ტრანსფერი „ეშმაკუნებს“ 62 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ფეხბურთელი უკვე ჩასულა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
ფერნანდეში „ბოავიშტას“ აღზრდილია. გასულ სეზონში კი „სპორტინგის“ მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 33 მატჩი გამართა, 20 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. „სპორტინგთან“ მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.