ფეხბურთი

9:04 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: „მთავარია, სტუმრად გოლი გავიტანეთ“

ყაზახური „ორდაბასის“ ქართველმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ჩეხურ „მლადა ბოლესლავთან“ ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კმაყოფილია თავისი ფეხბურთელების გარჯით.

„მძიმე მატჩი გამოდგა, თუმცა ველოდით ასეთ თამაშს. მეტოქემ ხისტი ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ. მაგრამ შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა. ხშირად ვკარგავდით ბურთს და ეს პრობლემად გვექცა.

მაგრამ ჯამში ფეხბურთელების კმაყოფილი ვარ. საპასუხო შეხვედრა განსხვავებული იქნება. ვეცდებით შევუტიოთ და ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

მთავარია, რომ სტუმრად გატანა მოვახერხეთ.“ - ციტირებს ცხადაძის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირის პირველ ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში „ორდაბასიმ“ ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა (1:0, 2:0).

0.119191