სხვა

0:15 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა ბერძნებთან დაძაბულ ბრძოლაში წააგეს

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საბერძნეთის ძლიერ გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და დასკვნითი მეოთხედის წინ ლიდერის რანგშიც იყო, თუმცა, საბოლოოდ, 10:12 (3:3, 2:3, 3:1, 2:5) დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ბესარიონ ახვლედიანმა ულიდერა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, თითოჯერ კი თავი გიორგი კოზაშვილმა, საბა ტყეშელაშვილმა, დავით გორგოძემ, გიორგი კირიაკიდიმა და ლუკა ჩიქოვანმა გამოიჩინეს.
საინტერესოა, რომ ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ტურნირის სხვა მეოთხედფინალებიც ძალიან დაძაბული გამოდგა და ასეთი შედეგები მოიტანა: ესპანეთი-იტალია 5:6, მონტენეგრო-ხორვატია 10:9, უნგრეთი-სერბეთი 12:11.
ახლა, ქართველი წყალბურთელები ბრძოლას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ და 27 ივლისს მათი მეტოქე ხორვატია იქნება, ნახევარფინალებში კი უნგრეთი-იტალია და საბერძნეთი-მონტენეგრო ითამაშებენ.

0.100614