სხვა

20:45 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელი დარჩა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ზუსტად ერთი წლით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა მთელი მსოფლიოს ოლიმპიელები ოლიმპიურ თამაშებში საასპარეზოდ ოფიციალურად მიიწვია.

საგანგებოდ მოწყობილ ღონისძიებაზე თომას ბახმა საბერძნეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, სენეგალის, ავსტრალიის და იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებს, ასევე IOC-ის დევნილთა ოლიმპიური გუნდის მისიის ხელმძღვანელს სიმბოლურად გადასცა მოსაწვევები. ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის, გარდა ბერძნებისა, წარმოდგენილნი იყვნენ მომავალი ოლიმპიადებისა და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლები.

„დღეიდან ერთი წლით ადრე იაპონია ისტორიას შექმნის. ეს იქნება შესანიშნავი და განსაკუთრებული შესაძლებლობა ჩვენი კეთილი მასპინძლებისთვის, რათა მსოფლიოს იაპონია საუკეთესო კუთხით წარმოუჩინონ - მდიდარი ისტორია და ტრადიციები, მოწინავე გამოგონებები, სტუმარმასპინძლობის კულტურა და, რა თქმა უნდა, სპორტისადმი სიყვარული," - ცერემონიაზე განაცხადა თომას ბახმა.

ჳჴჩ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მზადების პროცესში მასპინძელთა ბრწყინვალე წინსვლა, რაც სახელმწიფოს და ბიზნეს-საზოგადოების მხარდაჭერით, საორგანიზაციო კომიტეტის შესანიშნავი მუშაობის შედეგია: „ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე ტოკიოს მსგავსად მომზადებული ქალაქი არასდროს მინახავს."

ტოკიოს თამაშებამდე ერთი წლით ადრე მოწყობილი საგანგებო ღონისძიება შედგა ტოკიოს საერთაშორისო ფორუმში, სადაც გაისად ძალოსანთა ასპარეზობები გაიმართება. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე, IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ჯონ კოუტსი, ტოკიოს გუბერნატორი იორიკო კოიკე, იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იასუხირო იამასიტა, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორი.

www.geonoc.org.ge

0.116124