სხვა

17:05 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში სლოვაკ თანატოლებს 12:8 (4:2, 4:1, 2:2, 2:3) სძლია და ისტორიაში პირველად ტურნირის მეოთხედფინალში ანუ ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.

ქართველმა წყალბურთელებმა დღევანდელი მატჩის პირველ ტაიმში ხუთბურთიანი უპირატესობა დაიბევეს და საქმის სასურველ ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ. ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ლუკა ჩიქოვანი იყო 4 გოლით, ბესარიონ ახვლედიანმა 3 ბურთი შეაგდო, საბა ტყეშელაშვილმა – 2, გიორგი კოზაშვილმა, გუგა გელაშვილმა და დავით გორგოძემ კი – თითო-თითო.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე მეოთხედფინალში გააღწია და ხვალ, საბერძნეთის ძლიერ გუნდს შეხვდება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს (6:5), თურქეთსა (15:10) და ბულგარეთს (24:4) მოუგო.
შეგახსენებთ, რომ თავად ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში მხოლოდ იტალიასთან წააგეს (8:12), რუსეთს დაუზავდნენ (9:9), ჰოლანდია კი დაამარცხეს (14:11).
ცნობისთვის, დღესვე რუსებმა უნგრეთთან 5:11 წააგეს და ახლა, მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის იბრძოლებენ, უნგრელები კი მეოთხედფინალში სერბეთს გაეჯიბრებიან.
დიდი ალბათობით, დარჩენილი 2 მეოთხედფინალი ასე დაკომპლექტდება: ესპანეთი-იტალია, მონტენეგრო-ხორვატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115018