ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა (50 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ბაჩიაშვილი ფინალში რუმინელ ალექსანდრუ მატეის გაეჯიბრა და ვაზარით აჯობა. შეგახსენებთ, რომ ნიკამ საწყის წრეებში ავსტრიელი მარკუს აუერი და იტალიელი ტომას სკატოლინო დააიპონა, ნახევარფინალში კი ამავე ილეთით თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონს, ფრანგ რომეინ ვალადიე პიკარს მოუგო.
ამ დროისთვის, ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა მონაგარი 9 მედალია (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო), რაც მე-10 შედეგი გახლავთ.