ჩოგბურთი

14:29 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დევიძე ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სალომე დევიძემ ევანსვილში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია ვერ გაიარა, თუმცა, ძირითად ბადეში “ოღბლიანის წაგებულის” სტატუსით მოხვდა.

დევიძე საკვალიფიკაციო ბადეში პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში ამერიკელ ისაბელ კუზმანოვას 6:1, 6:2 სძლია, გადამწყვეტ წრეში კი, კიდევ ერთ მასპინძელ ენდი დანიელთან 3:6, 5:7 დამარცხდა.
როგორც აღვნიშნეთ, სალომე ძირითად ბადეში მაინც გავიდა და იქ დაპირისპირება კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კატრინა სკოტთან (აშშ) მოუწევს.

0.113604