ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, შესაძლოა მარსელის „ოლიმპიკში“ დაბრუნდეს. L’Equipe-ს ცნობით, ვეტერანი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ქალაქში ჩავა და ტრანსფერი დაიხურება.
რიბერი „მარსელში“ 2005-2007 წლებში თამაშობდა და სწორედ „ველოდრომელთა“ რიგებში მიიქცია მიუნხენის „ბაიერნის“ ყურადღება, სადაც 12 სეზონი გაატარა.
რიბერიმ „რეკორდმაისტერის“ რიგებში 425 თამაში ჩაატარა და 124 გოლი გაიტანა, ხოლო 9-ჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
„მარსელის“ მაისურით კი, 90 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, რიბერი ფეხბურთში დარჩენას 2021 წლამდე აპირებს.