ძიუდო

21:53 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 12 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

ხვალ, 24 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა ტურნირი აიღებს სტარტს და საქმეში ქართველ სპორტსმენებსაც მრავლად ვიხილავთ.

შეჯიბრის სასტარტო დღეს ტატამზე ნიკა ბაჩიაშვილი (50 კგ.), გუგა ამირხანაშვილი (55 კგ.), კოტე კაპანაძე (60 კგ.), ლოლიტა გაბუნია (44 კგ.) და დიანა გაგოშიძე-ფილკინა (48 კგ.) გავლენ.
ბაჩიაშვილი პირველ წრეში ავსტრიელ მარკუს აუერს გაეჯიბრება, ამირხანაშვილი – ბრიტანელ ართურ პატემიანს, კაპანაძე – ავსტრიელ ადამ საფერს, გაბუნია – ჰოლანდიელ იოშლინ სუპუსერას, ხოლო ფილკინა-გაგოშიძე – უკრაინელ დარინა ლიაშუკს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ხვ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
ბიჭები
ნიკა ბაჩიაშვილი – 50 კგ.
გუგა ამირხანაშვილი – 55 კგ.
კოტე კაპანაძე – 60 კგ.
ელგუჯა ჭინჭარაშვილი – 66 კგ.
გიორგი იანტბელიძე – 73 კგ.
აკაკი ჯაფარიძე – 81 კგ.
თორნიკე ფოლადაშვილი – 90 კგ.
გიგა ტატიაშვილი +90 კგ.

გოგონები
ლოლიტა გაბუნია – 44 კგ.
დიანა გაგოშიძე-ფილკინა – 48 კგ.
მარიამ ლაფაჩიშვილი – 63 კგ.
გვანცა სომხიშვილი +70 კგ.

მწვრთნელები
გიორგი ყიზილაშვილი
ლომერ ჟორჟოლიანი
კახა მოცრაძე

0.116513