დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გორის "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის, მისი ასისტენტის ლაშა ჭელიძის და 3 ახალწვეულის, მეკარე გიორგი ჩოჩიშვილის, მარჯვენა მცველის ალეფ სანტოსის და ნახევარცველ თენგიზ წიქარიძის პრეზენტაცია შედგა.
ისინი მედიასა და შეკრებილ გულშემატკივარს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვანო ხორგუაშვილმა წარუდგინა და ახალწვეულებს კლუბის მაისურები გადასცა.