ფეხბურთი

11:20 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ჩინელ ჟურნალისტებს შემოსწყრა

„მანჩესტრერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, ერთობ უკმაყოფილო დარჩენილა ჩინელი ჟურნალიტებისა Asia Trophy by Premier League-ს ტურნირში მონაწილეობის დროს. ეს ტურნირი ამხანაგური ხასიათისაა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

სააგენტო „სინხუამ“ “ქალაქელები“ გააკრიტიკა, ქვეყანაში ყოფნის ხუთი დღის განმავლობაში მათ გულშემატკივრების მიმართ დიდი უპატივცემულობა გამოამჟღავნეს, მატჩების შემდეგ ასვტობუსში სხდებოდნენ და ქომაგებს ავტოგრაფებს არ აძლევდნენო.

„არ ვეთანხმები, ეს სიმართლე არ არის. როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ზუსტად უნდა იცოდნენ რა ხდება. ჩვენ სიამოვნებით ვურთიერთობდით აქაურებთან, ვუჩვენებით თუ რა კარგი კლუბი ვართ და ყოველ წელს უკეთესები ვხდებით.

ვამაყობ იმით რასაც ვაკეთებთ, მარკეტინგის წარმომადგენლებით, ყველათი ვინც ეს ტური მოგვიწყო.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail.

0.120103