ბრაზილიიის ნაკრების მცველი, ფილიპე ლუისი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ჯერ კიდევ მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი იყო, „ფლამენგოში“ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ბრაზილიურ კლუბთან 2021 წლის დეკემბრამდეა გათვლილი - გვამცნობს ESPN.
რადენიმე დღის წინათ, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე, ერთობ ემოციური გამოდგა ლუისის „ატლეტიკოდან“ გაცილება.
ბაზილიელი მადრიდულ კლუბში 2010-14 წლებშიც თამაშობდა, მერე ერთი სეზონი „ჩელსიში“ გაატარა და ისევ „ატლეტიკოში“ დაბრუნდა. ჯამში მან ამ კლუბში 333 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. „ატლეტიკოსთან“ ერთად მან შვიდი ტიტული მოიპოვა: გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი, ორჯერ გაიმარჯვა ევროპა ლიგაში და სამჯერ აღმართა უეფას სუპერთასი.