მადრიდის „რეალი“ ედენ აზარისა და ლუკა იოვიჩის ტრანსფერების შემდეგ გუნდიდან ფეხბურთელების გასხვისებაზე მუშაობს, მაგრამ პარალელურად პოლ პოგბას მიმართ ინტერესს არ მალავს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანგი სანაცვლოდ თითქმის 200 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ესპანელები იმედოვნებენ, რომ 150 მილიონ ევროდ საქმეს გაჩარხავენ.
მიუხედავად ამისა, არსებობს კიდევ ერთი წინაღობა - პოგბას ხელფასი. პოლი „მანჩესტერში“ 12 მილიონ ევროს იღებს და შესაბამისად, მადრიდშიც იგივე გასამრჯელო სურს.
„რეალი“ კი ამ ხელფასის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, გარეთ ბეილს თუ დრულად გაყიდის, რომელიც სეზონში 14.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.