ფეხბურთი

0:25 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო MLS-ის ტურის სიმბოლურში - ზედიზედ მეორედ

„სან ხოსეს“ ქართველი თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული MLS-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. ჩვენებურის თამაში ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

ვაკომ მეოცე ტურში „ვანკუვერთან“ (3:1) მოგებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და გარდა ამისა, ორ საგოლე კომბინაციაში აქტიურად მონაწილეობდა. საინტერესო ისიც, რომ ყაზაიშვილი ბოლო ოთხ ტურიდან სამჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში (მე-17, მე-19 და მე-20 ტურებში).

26 წლის ყაზაიშვილი ბოლო დროს შესანიშნავად ათამაშდა და მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად აღარ ტოვებს.

0.131164